היי, בא לך לעבוד איתנו בתור?
Grocery Associate / შეკვეთების შემგროვებელი (ბათუმი)
Wolt Market Store
Batumi, Georgia
משרה מלאה

Wolt Market უკვე ბათუმშია!
თუ მოგწონთ გუნდური მუშაობა და ეძებთ სამუშაოს, რომელსაც შეუძლია საცალო ვაჭრობის სფეროში რადიკალური
ცვლილებების განხორციელება, მაშინ, შემოგვიერთდით!
მისამართი - მამია კომახიძის ქუჩა, 88. ბათუმი.
ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე.
თქვენ იმუშავებთ მოქნილი/მცოცავი გრაფიკით, დილას, საღამოს ან/და ღამე.
სამუშაო საათები (სრული განაკვეთი)
5 სამუშაო დღე
- 08:00 - 17:00
- 11:00 - 20:00
- 14:00 - 23:00
- 17:00 - 02:00
- 23:00 - 08:00
ძირითადი მოვალეობები
- შეკვეთების კონტროლი ჩვენს Merchant app-ში
- შეკვეთების შეგროვება და მათი გამზადება კურიერებისა თუ მომხმარებლებისთვის
- პროდუქციის მომწოდებლებისგან მიღება, დახლებზე განთავსება და მუდმივი განახლება
- პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
- მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
- მაღაზიის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება
ჩვენი მოლოდინები
- შეგიძლიათ მუშაობა დღის, საღამოს, ღამის ან უქმეების პერიოდში (მცოცავი გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა,
სრული განაკვეთის შემთხვევაში) - ხართ შრომისმოყვარე, სერვისზე ორიენტირებული და მოგწონთ სწრაფად განვითარებად და ცვალებად გარემოში მუშაობა
- ერკვევით ტექნოლოგიებში და არ გიჭირთ მათი ათვისება
- სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური - სასურველი
- გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება
რას მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით
- სამედიცინო დაზღვევა
- 24 სამუშაო საშვებულებო დღე
- Wolt_ის კრედიტების ქეშბექი
- სპორტული შეთავაზებები
- ყოველწლიური ბიუჯეტი კორპორატიული წვეულებებისთვის
- განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
თუ გსურთ, რომ გახდეთ Wolt Market-ის გუნდის წევრი, შეავსეთ და გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა თქვენს რეზიუმესთან ერთად! 💙